Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისი გახსნა

213

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისის გახსნა გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის ოფისი ოფიციალურად გახსნა. ოფისი პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის კორესპონდენციაზე, საჯარო განცხადებებზე, გამოსვლებსა და ოფიციალური საქმიანობის წარმართვაზე, რომლის მიზანი შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევა და ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის განხორციელებაა. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის იქნება ამერიკელი ხალხის დამცველი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი