მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ფრონტერა”სახელფასო დავალიანებას ეტაპობრივად დაფარავს

თითქმის სამსაათიანი საპროტესო აქციის შემდეგ, ნავთობმომპოვებელ კომპანია “ფრონტერასა” და მის ყოფილ თანამშრომლებს შორის, შეთანხმება შედგა.

დედოფლისწყაროს საბადოს მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება, სრულ დაფარვამდე, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ჩაერიცხებათ.

შეთანხმების შემდეგ, ნავთობკომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს.

დღეს, 26 იანვარს კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ერთი ნაწილი, აქციას ატარებდა და “ფრონტერას” მოპოვებული ნავთობის გატანის შესაძლებლობას არ აძლევდა.

უკვე ორი წელია, 84 განთავისუფლებული თანამშრომელი ჯამში 11 თვის ხელფასის, მილიონ ლარამდე თანხის დავალიანების დაფარვასა და სამსახურში აღდგენას ითხოვს.

ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ყოფილმა თანამშრომლებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს.

დავა საერთაშორისო არბიტრაჟში, ” ფრონტერას” სახელმწიფომაც მოუგო

მსგავსი პოსტები

Back to top button