Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

NASA- მ პირველად დააფიქსირა FM რადიოსიგნალი, რომელიც იუპიტერის თანამგზავრიდან მოდის

629

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა („ჯუნო“) პირველად დააფიქსირა FM რადიო სიგნალი, რომელიც მოდიოდა იუპიტერის თანამგზავრიდან – განიმედე.
განიმედე არის ერთ-ერთი იმ 79 მთვარედან, რომელიც იუპიტერის გარშემო ბრუნავს და ყველაზე დიდი მთვარეა მზის სისტემაში (განიმედე 26%-ით დიდია მერკურზე და 45%-ით ნაკლებად მძიმეა მასზე).

რასაკვირველია ამ სიგნალს უცხო პლანეტელები არ წარმოქმნიან, მაგრამ ეს აღმოჩენა ავსებს ჩვენს მეცნიერულ გაგებას შეუდარებლად დიდ და მასიურ თანამგზავრზე, რომელიც შეიცავს უამრავ საიდუმლოებას, განსაკუთრებით მარილიანი და მიწისქვეშა ოკეანეების შესახებ.

NASA-ს ელჩმა, პატრიკ უიგინსმა, რომელიც არის აქტიური ცის მკვლევარი, განაცხადა, რომ სიგნალი ,,არაა უცხო პლანეტელებისგან და იგი უფრო ბუნებრივი მოვლენაა.”

კოსმოსურმა ხომალდმა (“ჯუნო”) დააფიქსირა 5 წამიანი რადიო აქტივობა 2020 წლის ბოლოს, როცა მან გადაკვეთა იუპიტერის პოლარული რეგიონი, სადაც გიგანტური პლანეტის მაგნიტური ველი აქტიურდება განიმედესთან.

აღმოჩენის შესახებ დაიწერა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში ენდრიუ იაუს მიერ.
ენდრიუ არის ამ ჟურნალის გამომცემელი, რომელმაც განაცხადა: “ჯუნო” მოგზაურობდა დაახლოებით 50კმ წამში სიჩქარით და მხოლოდ 5 წამი დაჰყო იმ რეგიონში, საიდანაც იყო FM ტალღის გამოსხივება. რადიოტალღის გამომტყორცნი ტერიტორია 250 კმ რადიუსს მოიცავდა.”
მიუხედავად იმისა, რომ განიმედეს არ აქვს ატმოსფერო, მას აქვს ძლიერი მაგნიტოსფერო, რაშიც ხელს უწყობს მისი მიწისქვეშა მარილიანი ოკეანე.
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ იუპიტერის ამ თანამგზავრის წიაღში ბინადრობდნენ ექსტრემოფილები – მიკროორგანიზმები, რომელთაც შეუძლიათ ექსტრემალურ პირობებში არსებობა. ექსტრემალურ ტემპერატურაზე თუ ქიმიურ გარემოში მათ ადვილად შეუძლიათ ცხოვრება.
ეს აღმოჩენა იმდენად შეიძლება ამაღელვებელი არ ჩანდეს, როგორც გონიერი არსებების მიკვლევა, მაგრამ ნამდვილად იქნება უდიდესი აღმოჩენა დედამიწისთვის.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი