ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტში ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა სოოფელ შილდაში, 27 იანვარს, გვიან ღამით მოხდა
ახალგაზრდა მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი ქუჩაში გადაადგილებისას შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრამვებით, ახალგაზრდა ადგილზე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობ