სპორტი

ქეცბაია ოქრიაშვილის გაშვებაზე თანახმაა

კვიპროსული მედიის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა ანორთოსისი დატოვოს.
~
მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში 28 წლის შემტევს შემოთავაზებები თურქული გუნდებისგან აქვს, თუმცა მედია კლუბების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. ფამაგუსტას ხელმძღვანელობა მზადაა, ქართველი ცენტრი გაუშვას და ამით ფინანსური სარგებელი მიიღოს.

ოქრიაშვილს კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და თავად ფეხბურთელიც ცდილობს ახალი გუნდი იპოვოს.

საქართველოს ნაკრების შემტევით დაინტერესებულია ნიქოზიის „ომონიაც“. ომონიას ხელმძღვანელობამ ანორთოსისს ბარტერული გაცვლა შესთავაზა, რაც ქეცბაიას კლუბისთვის მისაღები არ აღმოჩნდა და მოლაპარაკებები შუა გზაზე გაჩერდა.

ოქრიაშვილის გარშემო ამტყდარი სერიოზული მითქმა-მოთქმის ფონზე, შესაძლებელია ესეც ვარაუდები იყოს და გამორიცხული არ არის ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button