კულტურამოზაიკამსოფლიოსიახლეები

„ბრიჯერტონი“ Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა

Netflix-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული სერიალი „ბრიჯერტონი“ გახდა.
მედიის ინფორმაციით, პრემიერიდან 28 დღეში სერიალს, რომლის პროდიუსერიც „გრეის ანატომიის“ ავტორი შონდა რაიმსია, 82 მილიონ სახლში უყურეს.

შოუ ტოპ-ათეულში შევიდა ყველა ქვეყანაში, სადაც Netflix-ი ფუნქციონირებს, იაპონიის გარდა.
ამერიკელი მწერლის, ჯულია ქუინის წიგნები კი, რომლებსაც სცენარი ეფუძნება, ტოპ-ათეულის ბესტსელერების სიაში მოხვდა.

უკვე ცნობილია, რომ Netflix-ი „ბრიჯერტონის“ მეორე სეზონის გადაღებას გაზაფხულზე დაიწყებს.

„ბრიჯერტონების“ პრემიერა Netflix-ზე 2020 წლის 25 დეკემბერს შედგა.

შოუ XIX საუკუნის ბრიტანული არისტოკრატიული საზოგადოების სკანდალებსა და ჭორებზე მოგვითხრობს.
სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა დაფნი ბრიჯერტონი და ჰასტინგის ჰერცოგი არიან, რომელთა ურთიერთობებს მთელი საზოგადოება ადევნებს თვალს, მათ შორის იდუმალი ლედი უისლდაუნი, რომელიც მაღალი საზოგადოების წევრების სკანდალების შესახებ წერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button