კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ფოთში 19 წლის გოგო დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა

19 წლის გოგო დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. შემთხვევა ფოთში მოხდა

“გაგვიფრინდა ჩვენი სკოლის მარგალიტი, მიწაზე მოსიარულე ანგელოზი-ჩვენი ნინო, ჩვენი საამაყო ნინო წოწონავა”- ასე ეხმაურებიან 19 წლის გოგონას გარდაცვალებას ფოთის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგები.

მეზობლების ინფორმაციით, იგი გარდაცვლილი დედამ სახლში იპოვა,როცა საღამოს სამსახურიდან დაბრუნდა.

“შოკირებულები ვართ, ერთმანეთის მეტი არავინ ჰყავდათ… დედამ გაზარდა ნინო…სკოლა შარშან ოქროს მედალზე დაამთავრა.არც რაიმე გვსმენია,რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა”,-ამბობენ მეზობლები.

რა გახდა ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button