რესტორნების პროტესტი –თბილისში ერთი დღით გატანის სერვისი ჩერდება

კოვიდრეგულაციებს აპროტესტებენ თბილისის რესტორნები და 30 იანვარს, ერთი დღით, გატანის სერვისს აჩერებენ.
რესტორატორთა ასოციაციის, განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს სარესტორნო ბიზნესში ე.წ. ლოქდაუნით გამოწვეულ პრობლემებს
„პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე! იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ჩვენს ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებითაა გამოწვეული“, – აღნიშნულია წერილში.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები 30 იანვარს მთავრობის კანცელარიის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც შეუერთდებიან.
გატანის სერვისს თბილისში 194 რესტორანი აჩერებს
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებული იქნება მხოლოდ აჭარაში.