მნიშვნელოვანიმოზაიკასაქართველოსიახლეები

მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას წიკლაურის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

თემურ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. 1967 წლიდან რემდე იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1967–1972 წლებში კი ნსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.

მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

წიკლაურის მეგობრების განცხადებით, თანმდევი დაავადებების გამო, მომღერალი რამდენიმე კვირაა მკურნალობის კურსს გადიოდა. მომღერალი იანვრის დასაწყისიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button