მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში დღეიდან კოვიდრეგულაციები ნაწილობრივ მოიხსნა

დღეიდან, 1 თებერვლიდან საქართველოში ნაწილობრივ გაუქმდა კოვიდრეგულაციები

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებში სწავლა გრძელდება საკლასო ოთახებში.

დღეიდან, აჭარის რეგიონში ნებადართულია სტუმრების მიღება კაფეების და რესტორნების ღია სივრცეებში. ამასთან, კვლავ აკრძალულია ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიების, თუ წვეულების გამართვა.
თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუშაობა განაახლეს მხოლოდ მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა. ამ ქალაქების სკოლებში სწავლა დისტანციურად გრძელდება.

საქართველოში ისევ მოქმედებს „კომენდანტის საათი“ საღამოს ცხრიდან დილის ხუთ საათამდე. ისევ აკრძალულია საქალაქთაშორისო მიმოსვლა. დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ზამთრის კურორტები.

ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის.

ბიზნესის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, შაბათ-კვირას მუშაობა ყველა დაწესებულებას ეკრძალება.

მოისმინეთ, ნათია თურნავას კომენტარი

 

მსგავსი პოსტები

Back to top button