სპორტი

მარკუს სმარტი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ყურში, ბოსტონ „სელტიკის“ კალათბურთელი მარკუს სმარტი ლოს-ანჟელეს „ლეიკერსთან“ შეხვედრაში დაშავდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში მოთამაშემ წვივი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მაგნიტო-რეზონანსული ანალიზის კვლევამ აჩვენა,რომ კალათბურთელს კუნთი აქვს დაჭიმული. მკურნალი ექიმების ინფორმაციით, სმარტი გუნდს 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ამის მიუხედავად, კარგი ამბავია ის, რომ სელტიკის შემტევი დაზიანებულ მუხლს, ქირურგიული ჩარევის გარეშე მოიშუშებს.
ხსენებული შეხვედრა ლოს ანჟელესის გამარჯვებით: 96:95 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მარკუს სმარტი გასული წლის მარტში კორონავირუსით დაინფიცირდა და ინფექცია, აბსოლუტურად უსიმპტომოდ გადაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button