სპორტი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია ვარსკვლავურ რბოლას საქართველოდან იწყებს
საერთაშორისო საავტომობილო ასოციაცია 4 წლიან პროექტს იწყებს.
140 ქვეყნის წარმომადგენლებიდან საქართველო იქნება პირველი,რომელიც მსოფლიო საავტომობილო რალს 14 თებერვალს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ავტოსადგომიდან გახსნის.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რბოლაში მონაწილეობის მიღების უფლება 18-დან 27 წლამდე ასაკის გოგონებს და ბიჭებს აქვთ.
შესარჩევი ეტაპები საქართველოს 3 ქალაქში, თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდება.
ასპარეზობის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები: 20 ბიჭი და 10 გოგონა, კოტინენტურ ფინალზე გასამგზავრებელ შემაჯამებელ ბრძოლას თბილისში 14 მარტს გამართავენ.