მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოს მერს ნასვამი მოქალაქე თავს დაესხა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მერიის შენობაში ერთ-ერთი ადგილობრივი, მერს, გიორგი ერბოწონაშვილს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ პირი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ის თავად ერბოწონაშვილის კლასელია.

მამაკაცი, რომელიც დასაქმებას ითხოვდა, შენობიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა, რა დროსაც ის დერეფანში მინას დაეჯახა და ჩაამსხვრია.

ადგილობრივთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი უარყოფს.

“შემოვიდა ნასვამი მამაკაცი, რომელიც დაეჯახა შუშას და გატეხა. ამის შემდეგ ის დაცვამ გაიყვანა. მე მასთან რაიმე ტიპის ურთიერთობა არ მაკავშირებს, არ არის ჩემი კლასელი და არც დაპირისპირება ყოფილა” – აცხადებს საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი.

მოკვლევა მომხდარ ფაქტზე, სამართალდამცავებმა სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button