მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის დღიური 50 შემთხვევაა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კახეთში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა და 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მაჩვენებელი აღებული ტესტების რაოდენობის მიხედვით მერყეობს.

” ეს გამოვლინდა 952 ტესტიდან და მაჩვენებელი ამის მიხედვით მერყეობს, მაგრამ არის მბიშვნელოვანი სტაბილიზაცია და ისეთი დღეებიც, როცა მხოლოდ 15- 20 შემთხვევა ფიქსირდება. ძირითად მოთხოვნებად, კვლავ წესების დაცვა რჩება, სადაც პირბადესა და ჰიგიენას, წამყვანი ადგილი უკავია. სამწუხაროდ, ერთი გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს- ხოლმე”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
გამოვლენილი 50 შემთხვევიდან, ახმეტაში -4, გურჯაანში – 16, დედოფლისწყაროში -1, თელავში -5, ლაგოდეხში-5, საგარეჯოში-8, სიღნაღში -3, ხოლო ყვარელში -8 ფაქტი დაფიქსირდა.

სექტემბრიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 10856 – ს შეადგენს.
ყველაზე მეტი-2427, კვლავ თელავში ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, კახეთში მკურნალობას გადის 600 მოქალაქე, მათ შორის 513 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 87 იმყოფება კოვიდ კლინიკაში. 10151 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

მთლინად რეგიონში, კოვიდ- 19- ით გარდაცვალების 105 შემთხვევაა რეგისტრირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button