Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავსტრალიაში ტყის ხანძარმა ათობით სახლი გაანადგურა

52

ავსტრალიის ქალაქ პერთში ტყის ხანძრის გამო ასობით მოქალაქის ევაკუირება განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად 9 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, 71 სახლი განადგურდა, 6 მეხანძრე კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ პერთში, კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევის დადასტურების გამო, 5-დღიანი „ლოქდაუნია“ გამოცხადებული, რომლის ვადა პარასკევს, 5 თებერვალს იწურება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, ევაკუაციის ცენტრებში პირბადეები ატარონ და რამდენადაც შესაძლებელია, თვითიზოლაციას მიმართონ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი