სპორტი
გიორგი შერმადინი იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ლიგა ენდესაში იანვრის თვის MVP – დ გიორგი შერმადინი დაასახელეს.
ესპანეთის ჩემპიონატში გასული თვის შედეგები შეაჯამეს.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27-ს მიაღწია და ლიგაში მოთამაშე სხვა კალათბურთელებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი საუკეთესო გამოდგა.
თავიდანვე გეტყვით,რომ ქართველი შემტევის კლუბს სახელი გადაერქვა.
იმის გამო,რომ გუნდის მთავარი სპონსორი ცოტა ხნის წინ ფირმა „ლენოვო“ გახდა, იბეროსტარ ტენერიფეს ახლა „ლენოვო ტენერიფე“ ქვია.
ქართველმა კალათბურთელმა იანვარში 5 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, თამაშში 20,6 ქულა მოჰქონდა გუნდისთვის.
გიორგი შერმადინმა მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ მოიპოვა MVP – ს ტიტული. პირველად ის ოქტომბერში დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ტენერიფე 17 მოგებით და 4 მარცხით მესამე ადგილზეა.