მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში 2 სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, გურჯაანის კიდევ ორი სკოლა, ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით კოვიდ- 19 , სკოლებში მოსწავლეებს დაუდასტურდათ. კლასები, რომლებშიც მოსწავლეები დადიოდნენ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დისტანციური სწავლების ორკვირიან რეჟიმზე გადავიდნენ.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, სკოლების დაკეტვა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

“ქალაქის ორი სკოლა გადავა ჰიბრიდულ რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული კლასები ისწავლიან დისტანციურად. ასეთი რეკომენდაცია მოგვცეს ეპიდემიოლოგებმა”- განაცხადა მინდიაშვილმა.
შეგახსენებთ, კორონა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ორი კვირით დაკეტილია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლა.

კოვიდ- 19 დადასტურდა თელავისა და სოფელ ხოდაშნის საჯარო სკოლებში, ასევე ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სამრევლო სასწავლებელშიც. ჯანდაცვის უწყებების გადაწყვეტილებით, დასახელებულ სკოლებში, შესაბამისი კლასები ორკვირიან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

საწავლო პროცესი კახეთის საჯარო სკოლებში, 1 თებერვალს განახლდა.

4 თებერვლისათვის, სკოლებში კოვიდ – 19- ის უკვე 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზეა სულ ხუთი კლასი და ერთი სკოლაა გადასული.

მსგავსი პოსტები

Back to top button