კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ოჩამჩირეში დაკარგული 12 წლის მოზარდი სამართალდამცველებმა იპოვეს
12 წლის ოჩამჩირის მკვიდრ ალექსანდრა გვარამიას, რომელსაც ოკუპირებულ ოჩამჩირეში ეძებდნენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე იპოვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესცენტრი ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულია პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, მოზარდი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა.
2001 წელს დაბადებული ი.გ წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
გოგონა გუშინ, 3 თებერვალს, დაახლოებით 13.00 საათზე გავიდა სახლიდან. იგი ბოლოს ოჩამჩირის რკინიგზის ხიდთან,მიტოვებული ჩაის ფაბრიკის შენობასთან ნახეს. მასზე ძებნა გუშინვე გამოცხადდა.
სამართალდამცველებთან ერთად გოგონას კინოლოგებიც ეძებდნენ.