Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ფლორიდის ერთ-ერთ ქალაქში თებერვლის პირველი კვირა დონალდ ტრამპის კვირად გამოცხადდა

62

ფლორიდის შტატის ქალაქ ფროსტპრუფის ხელისუფლებამ თებერვლის პირველი კვირა დონალდ ტრამპის კვირად გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ქალაქში ამომრჩეველთა ხმების 76.43% მიიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ქვეყანაში მილიონობით სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე იყო.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საცხოვრებლად ფლორიდის შტატში გადავიდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი