Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ჟოზეფ ბორელი რუსეთში სერგეი ლავროვს შეხვდება

61

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დღეს რუსეთში ჩავა.

ჟოზეფ ბორელი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. ასევე ის გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრება იქნება.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, ბორელს ლავროვთან შეხვედრაზე ასევე წამოწევს უკრაინის საკითხს და ისაუბრებს რუსეთის ქმედებებზე სამეზობლოში.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც ევროპელი დიპლომატი განიხილავს ევროკავშირისა და რუსეთის სტრატეგიული დისკუსია იქნება.

ამ დისკუსიის დაწყებას ევროკავშირი ბრიუსელში 26-26 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი