კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გურჯაანში მამაკაცი მძიმედ დაშავდა

ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა მძიმედ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. რადიო ჰერეთის ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანაქანა ჯერ კედელს შეეჯახა, შემდეგ გარე განათებას და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვებით, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარის გამო, ამ წუთებში, თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეფერხებულია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button