ლაგოდეხის მერიას დევნილები უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ლაგოდეხში ჩასახლებული დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე ჩივიან. ქ.ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსი დანგრევის პირასაა. იმის გამო, რომ სასმელი წყლის სისტემა გაუმართავია, იქ მცხოვრებთა ბინებში წყალი ჩადის და კედლები სველდება. ასევე, მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობაც.
ლტოლვილები ლაგოდეხის მუნციპლაიტეტის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნატო ბატიაშავილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ კორპუსამდე მისასვლელი გზის აღდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება.
რაც შეეხება ელექტროენერგიის სისტემის პრობლემას, ნატო ბატიაშვილის თქმით, მსგავსი საკითხი დევნილ მოსახლეობას მერიის წინაშე ამ დრომდე არ დაუყენებია.
დევნილი მოსახლეობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 12 წელია ცხოვრობს. მათი პრობლემებიც სწორედ ამ დროიდან იწყება. ომგამოვლილი ადამიანები დროულ ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ.
მოისმინეთ, დევნილების და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნატო ბატიაშვილის ხმები