სპორტი

თორნიკე შენგელია ვარსკვლავურ მატჩში აღარ ითამაშებს

VTB ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში, რომელიც 14 თებერვალს უნდა ჩატარდეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვეღარ ითამაშებს.

ქართველ შემტევს, რუსეთსა და მსოფლიოს კალათბურთელთა ნაკრებების შეხვედრაში მსოფლიოს ვარსკვლაურ გუნდში უნდა ეთამაშა, მაგრამ 29 წლის ქართველმა მუხლი დაიზიანა და შიდასაჩემპიონო მატჩებსაც გამოტოვებს.

თორნიკე შენგელია სხვა კალათბურთელებივით სპეციალური გამოკითხვის შედეგად შეირჩა, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე ჩაანაცვლეს და მის ადგილს VTB ლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ კრასნოიარსკის ენისეის ცენტრფორვარდი დასტინ ჰოგი დაიკავებს.

29 წლის ფორვარდს გამოკვლევა უკვე ჩაუტარდა და თერაპიის კურსს კლუბის ბაზაზე გაივლის. თუ როდის დაუბრუნდება ის მოედანს, – მოგვიანებით, ტესტირების პასუხის შედეგად გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button