სპორტი
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში კოვიდრეგულაციებით გაიმართება

ძიუდოში, საქართველოს ჩემოიონატი ჭაბუკთა შორის პანდემიის ფონზე, რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
ასპარეზობა თბილისში 7 მარტს ჩატარდება. ტურნირზე გულშემატკივარი არ დაიშვება. რეპორტაჟების ყურებას გულშემატკივარი ინტერნეტის საშუალებით შეძლებს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია უახლოეს პერიოდში საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს დებულებას, სადაც ყველა საინტერესო ინფორმაცია იქნება განთავსებული.
ინფორმაციას, ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის გამართვის თარიღის შესახებ, – ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური გვერდი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.