მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა

შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, ეპიდემიოოგიური ვითარება, ჯერჯერობით მართვადი რჩება”- ამის შესახებ რადიო ჰერეთთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

“შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ამ ეტაპზე, სიტუაციას ვმართავთ. ახალი შემთხვევები, მხოლოდ 11 დაფიქსირდა. აქედან 10 გურჯაანში, ერთი კი ყვარელში გამოვლინდა. ახალი ინფიცირებულების 9 კონტაქტი სპეციალისტებმა უკვე მოიძიეს. ვითარების შესანარჩუნებლად, კვლავ წესების დაცვის რეკომენდაციას ვიძლევით, აუცილებლად უნდა გავზარდოთ პირბადის მოხმარება და დავიცვათ ჰიგიენა”- განაცხადა ხიზანიშვილმა.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში უკვე კორონავირუსის 11077 დადასტურებული შემთხვევაა.ამ ეტაპზე, აქტიური მკურნალობის რეჟიმშია 616 მოქალაქე, მათ შორის 558 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 63 პაციენტი კოვიდ – კლინიკაშია გადაყვანილი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 572 პირი, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 93 ადამიანი.

24 საათის განმავლობაში, კორონა ვირუსი 50- მა პაციენტმა დაამარცხა და ამ რიცხვმა 10 395- ს მიაღწია.
კორონავირუსით კახეთში, სულ 106 პაციენტია გარდაცვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button