სპორტი

ბორჟღალოსნებმა დათვებს ზედიზედ მე-19-ედ სძლიეს

რაგბი ეევროპის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც ზოგადი ინტერესის საგანი იყო სარაგბო წრეებში, როგორც იქნა, შედგა.

მიხეილ მესხის სტადიონზე ქართველები შვეიცარელი სამწვრთნელო შტაბის მიერ გაწვრთნილ რუსებს დაუპირისპირდნენ და 16:7 სძლიეს. საქართველოს ნაკრებს ისედაც გარანტირებული ქონდა. ჩემპიონობა, თუმცა საფინალო მატჩის წაგებას არ იმსახურებდნენ.

პირველი ტაიმი ნულოვანი ანგარიშით დასრულდა. ორივე გუნდი მეორე ტაიმში გააქტიურდა და საბოლოოდ, ქართველებმა რაგბი ევროპის ტურნირის გამარჯვებულის თასი აღმართეს.

შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე წარიმართა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, იყო ვერსია, რომ მედიის წარმომადგენლები არ უნდა დასწრებოდნენ დაპირისპირებას. ჟურნალისტების მხრიდან გამოთქმული პროტესტის გამო, რომ თემას არ გააშუქებდნენ, – მედიის წარმოადგენლების ნაწილს თამაშზე დასწრების უფლება მისცეს.

რაც შეეხება საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის საკითხს,დღეს გახდება ცნობილი, დაარეგისტრირებს თუ არა საქჯარო რეესტრი ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრებს ზედიზედ მე-19-ედ მოუგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button