Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზუგდიდში მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრის სახლს ესროლეს

51

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათში მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრის გელა შედანიას სახლს უკვე მეორედ ესროლეს.

მოძრაობის წევრი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები ამბობენ, რომ დილიდან სამეგრელოში ჩავლენ და ზუგდიდის პოლიციის უფროსს ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანას, ასევე შედანიას სახლზე 24 საათიანი კონტროლის დაწესებას მოსთხოვენ.

სამოქალქო აქტივისტები ითხოვენ, პოლიციამ დროულად მოძებნოს და დასაჯოს დამნაშავე. მათი თქმით, ეს ფაქტი აქტივისტების დაშინებას ისახავს მიზნად და იმ შემთხვევაში თუ პოლიცია სათანადო ნაბიჯებს არ გადადგამს, იძულებულები გახდებიან თავად მიიღონ ზომები და დაიცვან ოჯახი მორიგი თავდასხმებისგან.

გელა შედანიას ოჯახში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, თავდასხმისა და სროლის დროს, სახლში იმყოფებოდნენ შედანიას მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც სროლის შედეგად შეშინდნენ. უცნობი პირის მიერ გასროლილი ტყვია სახლის გარე ფასადზე მდებარე ნათურას მოხვდა.

გელა შედანიას თქმით, მის სახლს უცნობმა პირებმა გასულ ღამესაც ესროლეს.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი