Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

92

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა კახეთის პოლიციამ. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძალადობის ფაქტი გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1978 წელს დაბადებული თ.ნ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თანამზრახველებთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ თ.ნ.-ს და მიიმალა. დაშავებულ პირს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი