Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზიდანს პრობლემები არ ელევა… რამოსი და კარვახალი ტრამვირებულები არიან

45

მადრიდის“რეალს“ საკადრო ცვლილებები აქვს. ლა-ლიგის პირველი ტურის გადადებული მატჩი დღეს უნდა გაიმართოს და ზიდანი ემოციებს ვერ მალავს.

„ხეტაფესთან“ ჩასატარებელი მატჩის წინ მან 19 კაციანი სია წარმოადგინა, სადაც მხოლოდ 14-ია მთავარი გუნდიდან. 5 ფეხბურთელი კი მწვრთნელმა კასტილიადან დაიმატა.

კარვახალი, ვალვერდე, რამოსი, აზარი და ვასკესი ტრამვირებულები არიან. სამ სასტარტო ფეხბურთელს კი დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული და კლუბის დახმარებას ვერ შეძლებენ.

ესპანეთის ჩემპიონატზე პანდემიის გამო გადადებული პირველი ტურის მატჩი „რეალსა“ და „ხეტაფეს“ შორის დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი