ბიზნესრევიუმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ისწავლე და დასაქმდი ფინკა ბანკში

“ფინკა ბანკში” 2021 წლის თებერვლიდან საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე მიღება განახლდა.

პროგრამა არის მათთვის, ვისაც სურს კარიერა საბანკო სფეროში დაიწყოს, თუმცა ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება ჯერ არ აქვს.

“ფინკა ბანკის” საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა არის საშუალება დაეუფლოთ საკრედიტო ოფიცრის პროფესიას, სწავლის პარალელურად ჩაერთოთ გაყიდვების პროცესში და დასაქმდეთ.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, რაც მთავარია, სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის.

სწავლის ხანგრძლივობა 3 თვეა, გათვალისწინებულია სტიპენდია – 200 ლარი. ვინაიდან, პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის ძირითადი ნაწილია, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გამოიმუშაოთ საკომისიო გაყიდვებიდან.

პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია ყველა ქალაქში, სადაც ფინკა ბანკის ფილიალია განთავსებული. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და სტაჟირების პერიოდის წარმატებულად დასრულების შემდეგ, ფილიალში შესაბამისი ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში, მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება.

აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს ან ეწვიეთ ფინკა ბანკის ფილიალებს ქვეყნის 32 ქალაქში.

მსგავსი პოსტები

Back to top button