Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტს გატუზოს გაშვება სურს

59

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს ბედი ორ უახლოეს თამაშში გადაწყდება. მომდევნო შეხვედრებს გუნდი „ატალანტასთან“ და „იუვენტუსთან“ ჩაატარებს და იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიგებს, გატუზო გუნდს დაემშვიდობება.

43 წლის იტალიელ სპეციალისტს კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა „ვერონასთან“ 1:3 წაგებული მატჩის შემდეგ დაეძაბა. როგორც ჩანს პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა უკვე იპოვა გატუზოს შემცვლელი. რაფაელ ბენიტესს და ვალტერ მაცარს ადრე ნაპოლიში უმუშავიათ და პრეზიდენტი ამ ორი ვარიანტიდან ერთერთის შერჩევას გეგმავს.

აურელიოს სიმპათიები ესპანელისკენ იხრება. ლეგენდარული ბენიტესი ბოლოს ჩინეთში, „დალიანში“ მუშაობდა და ახლა თავისუფალია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი