რეგიონისიახლეები

ოპოზიცია ჩხოროწყუს მერს კორუფციაში ადანაშაულებს

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა ჩხოროწყუს მერიის დავით გოგუას წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სარჩელი შეიტანეს.

მათი განმარტებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტენდერებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადასცემენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, რაც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

შეგახსენებთ,რომ მოძრაობის წევრები რამდენიმე დღეა, სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით მდებარე დაუმორჩილებლობის კარავში იმყოფებიან.

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button