„რეალი“ მრავალმხრივ ტრანსფერს გეგმავს… რამოსს უშვებს და მბაპეს იმატებს

ესპანური სამეფო კლუბი დიდი საზაფხულო გადანაწილებისთვის ემზადება.
კაპიტან რამოსთან ხელშეკრულების პირობებზე ვერ შეთანხმდა და კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს. სერხიო რამოსს კლუბის ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ ორწლიან ხელშეკრულებასთან ერთად, ხელფასის 10%-ს დააკლებდა. ეს მიუღებელი აღმოჩნდა 34 წლის ფეხბურთელისთვის და ახალი კლუბის მოძებნა გადაწყვიტა.
„პარი სენ-ჟერმენი“ მცველს 3 წლიან კონტრაქტში წლიურ ხალფასად 15 მილიონ ევროს სთავაზობდა. რამოსით „მანჩესტერ სიტიცაა“ დაინტერესებული. რამოსი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და თავად გადაწყვეტს რომელ გუნდში განაგრძოს ვარჯიში.
„რეალის“ სამიზნეები კილიან მბაპე და ერლინგ ჰალანდი არიან. თუ მესი „ბარსელონადან“ ფრანგულ კლუბში გადავიდა, მაშინ მბაპესთვის მაღალი ხელფასის გადახდას ვეღარ შეძლებს და კილიანი საფრანგეთს დაემშვიდობება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩება, „რეალი“ არჩევანს ჰალანდზე გააკეთებს.