სპორტი

ბითაძის გუნდმა მორიგ ტურში მარცხი იწვნია… გოგამ პარკეტზე 13 წუთი დაჰყო

NBA-ს მორიგ ტურში „ინდიანა პეისერსი“ „ბრუკლინ ნეტსს“ სტუმრად ეწვია და 10 ქულიანი სხვაობით, 94:104 დამარცხდა.

პირველი ნახევრის შემდეგ ბითაძის გუნდი 32 ქულას აგებდა, თუმცა მეორე ნახევარში შეამცირეს სხვაობა და საბოლოოდ, მოგება მასპიძლებს დარჩათ.

„ნეტსის“ლიდერი დიურანტი კორონავირუსის რეგულაციების დაცვით, იზოლაციაში იმყოფება და გუნდს ვერ დაეხმარა, თუმცა ბრუკლინელებს მისი არყოფნა არ გაუგიათ.

„პეისერსიდან“ ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი გახლდათ, კალათბურთელს, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

გოგა ბითაძემ პარკეტზე 13 წუთი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მას ამ დროისთვის 12 მოგება და 13 მარცხი აქვს.

მორიგ შეხვედრას ბითაძე და მისი თანაგუნდელები 12 თებერვალს „დეტროიტ პისტონსთან“ ჩაატარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button