Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ქეცბაიას „ანორთოსისი“ „აელ-ს“ დაუზავდა… ზედიზედ მეორე ფრე სეზონში

51

კვიპროსის პირველი დივიზიონის 24-ე ტურში ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ ლიმასოლის „აელს“ შეხვდა და ერთი ქულა მოიპოვა.

გიორგი ლორიამ, მეტოქე კოლეგასავით მშრალად შეინახა კარი და მრავალი საგოლე მომენტის მიუხედავად, მატჩი ნულოვანი ფრეთი დასრულდა.

ქართველებიდან, მწვრთნელმა მხოლოდ გიორგი ქვილითაია ათამაშა 90 წუთი. რაც შეეხება 58-ე წუთზე შესულ ოქრიაშვილს, მან გოლის გატანის 100%-იანი შანსი გაუშვა ხელიდან და ამის გამო ქეცბაიას რისხვაც დაიმსახურა.

„ანორთოსისი“ 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე – 4 პოზიციაზე იმყოფება.

მატჩის შედეგი მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ზედიზედ მეორე ფრე იყო.

ქეცბაია უკმაყოფილებას არ მალავს.

ამბობს, რომ ჩემპიონატის ლიდერთან 6 ქულიან ჩამორჩენას არ ეგუება და ამის შემდეგ ყველა თამაშზე მოგებისთვის გავა.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ მორიგ შეხვედრას 16 თებერვალს 11-ე პოზიციაზე მყოფ „პარალიმნისთან“ გამართავს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი