სპორტი

თბილისის „ლოკომოტივის“ პირველი მარცხი ესპანურ შეკრებაზე

თბილისის „ლოკომოტივი“ ესპანურ შეკრებაზე იმყოფება. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა პირველი საკონტროლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის გუნდ „როსტოვთან“ გამართეს და დამარცხდნენ.

პირველი ტაიმი თბილისელთა შტურმით დაიწყო, თუმცა ანგარიში 31-ე წუთზე მოწინააღმდეგემ გახსნა.

ანგარიში ზუსტად 4 წუთში ლოკომოტივმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ კახა კახაბრიშვილის გოლით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში „როსტოველებმა“ ქართველების კარში 3 გოლი გაიტანეს, საიდანაც 2 თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გავიდა. საბოლოოდ, შეხვედრა 4:1 დამთავრდა.

ქართველების მწვრთნელმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა, რომ მისი გუნდისთვის დღევანდელი წაგება ხვალინდელ გამოცდილებას ნიშნავს და კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდი იმედი აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button