მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ენგურის ხიდი ორმხრივად გაიხსნა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გარკვეული კატეგორიის პირებისთვის დღეიდან ორმხრივად გაიხსნა.

ამის შესახებ რადიო “თბილისს” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე მიმოსვლას მრავალშვილიანი ოჯახები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები შეძლებენ.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა გასული წლის თებერვლიდან აიკრძალა. ასევე რამდენჯერმე გაიხსნა ჰუმანიტარული მიზნით და გადაადგილების უფლება დღემდე მხოლოდ პენსიონერებს ჰქონდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button