სპორტი

ლუის ჰემილტონმა მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა

ფორმულა 1-ის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰემილტონი გერმანულ საჯინიბო „მერსედესთან“ ახალ კონტრაქტს აფორმებს.

ბრიტანელის კონტრაქტი ერთწლიანია და გუნდში რიგით მე-9 სეზონს ჩაატარებს.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში „მერსედესის“ და ლუისის ისტორია ჩვენი სპორტის ისტორიის სახელმძღვანელოში ჩაიწერა და გვინდა ამ ისტორიის წერა გავაგრძელოთ“- განაცხადა „მერსედესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტოტო ვულფმა.

ლეგენდარული გერმანელის, მიხაელ შუმახერის რეკორდი ჰემილტონმა გასულ სეზონში გაიმეორა. ავტომრბოლელმა საჩემპიონო ტიტული მეშვიდედ მოიპოვა.

გარდა ამისა, შუმახერის სხვა რეკორდი გააუმჯობესა და კარიერაში მოგებული ეტაპების რაოდენობით ბრიტანელი პილოტის ანგარიშზე ახლა 95 გრან-პრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button