შერმადინი ნახევარფინალშია. ესპანეთის თასის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

მადრიდში, ესპანეთის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ , საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის გუნდს, თად მაკფადენის „ბურგოსს“ შეხვდა.
პირველი ტაიმი თანაბარი უპირატესობით წარიმართა. მეორე ტაიმში კი ტენერიფელებმა გააძლიერეს თავდასხმა და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 23 წუთი გაატარა. ქართველმა აქტივში 12 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
თად მაკდაფენი სათადარიგო სკამიდან შუერთდა საკუთარ გუნდს, თუმცა შერმადინზე დიდი ხანი, 27 წუთი დაჰყო პარკეტზე.
ამ პერიოდის განმავლობაში 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შესძინა „ბურგოსს“.
მეორე მეოთხედფინალი „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის შედგა. აქ სამეფო კლუბმა იმარჯვა და „ტენერიფეს“ მოწინააღმდეგე ნახევარფინალურ მატჩში „რეალი“ იქნება.