სპორტი

„ბაიერნმა“ ყველა ტიტული მოიგო… „რეკორდმაისტერმა“ „ბარსელონას“ მიღწევა გაიმეორა

მე-6 ტიტულის მოგებამდე „ბაიერნს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი აშორებდა. ფინალში კი მექსიკურ „ტიგრესს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია.

მიუნხენელთაგან ერთადერთი გოლი ფრანგმა პავარიმ ცარიელ კარში გაიტანა და ჰანს ფლიკის გუნდი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ბაიერნმა გვარდიოლას ბარსელონას შედეგი გაიმეორა. გერმანელები გასული სეზონის 6 უდიდესი ტიტულის მფლობელები გახდნენ. ქვეყნის ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის მოგების შემდეგ „რეკორდმაისტერებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმეს.

ფლიკის გუნდმა მიმდინარე სეზონზე იგივე შედეგის გამეორების შანსი დაკარგა. „ბაიერნი“ გერმანიის თასის გათამაშებას უკვე გამოეთიშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button