სპორტი

ქართველი მოკრივეები ფინალში… დღეს ბოშკაის მემორიალი სრულდება

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში დღეს ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება, სადაც ბოშკაის ტურნირზე ჩასული 5 ქართველიდან ორი მოკრივე იასპარეზებს.

A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრებში საქართველოს ნაკრების წევრებმა მოწინააღმდეგენი ადვილად დაამარცხეს. 63 კგ. წონით კატეგორიაში მებრძოლმა ლაშა გურულმა მასპინძელ მილან ფოდორს სძლია. +91 კგ.წონით კატეგორიაში გამოსულმა ნიკოლოზ ბეგაძემ კი რუმინელი კრისტიან ფილიპი დაამარცხა.

ფინალში ლაშა გურულის მეტოქე ისევ უნგრელი რიჩარდ კოვაჩი იქნება. ნიკოლოზ ბეგაძე კი ბრიტანელ ფრეიზა კლარკს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button