მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მასშტაბური საკადრო ცვლილებები კახეთის პოლიციაში

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის რაიონულ სამმართველოებში მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დეპარტამენტის ხუთ რაიონულ სამმართველოში, ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს.
საკადრო ცვლილებების შემდეგ, თანამდებობები, მხოლოდ სამი, ახმეტის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს სამმართველოს ხელმძღვანელებმა შეინარჩუნეს.

თელავის პოლიციის სამმართველოს ოზურგეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, ნუკრი ცარციძე უხელმძღვანელებს.

სიღნაღის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ჩოხატაურის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ზურა მუჯირიშვილმა დაიკავა.

პოლიციის ახალი უფროსი ჰყავს საგარეჯოს, თანამდებობაზე ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან მაისურაძე გადაიყვანეს.

ყვარლის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ჩოხატაურის პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კახა ბერუაშვილმა ჩაანაცვლა.

გურჯაანის პოლიციის სამმართველოს უფროსად კი, ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბესიკ აფაქიძე დაინიშნა.

პოლიციის რაიონულ სამმართველოებში გადაადგილებები, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ბერიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას მოჰყვა. ბერიკაშვილმა, საკუთარ მოადგილეებთან ერთად პოსტი 27 იანვარს დატოვა.

დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლის არაოფიციალურ მიზეზად, 2020 წლის დეკემბერში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მიერ ჩადენილი მკვლელობა დასახელდა, როცა მან თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ოთხი გასროლით,საკუთარ ავტომანქანაში მოკლა.

ზურაბ ბერიკაშვილი, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კახა მურადაშვილმა ჩაანაცვლა

მსგავსი პოსტები

Back to top button