სპორტი

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი სტუდენტურ ლიგაში

ამერიკის სტუდენტური ლიგის მორიგ ტურში „სეტონ-ჰოლი“ „გოლდენ იგლსს“ დაუპირისპირდა.

დაძაბულ ბრძოლაში „სეტონ ჰოლმა“ მეტოქე 57:51 დაამარცხა. ქართველმა კალთბურთელმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა.

სანდრო მამუკელაშვილი მწვრთნელმა მოედანზე 37 წუთი ათამაშა. ამ დროის განმავლობაში მან 11 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

მამუკელაშვილის კლუბს Big East-ის კონფერენციაში 9 გამარჯვება და 5 წაგება აქვს.

მთლიანად, მიმდინარე სეზონში კი 12 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა.

მომდევნო შეხვედრა „სეტონ ჰოლს“ 18 თებერვალს „დეპოლთან“ აქვს დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button