Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ვილი სანიოლი – საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

52

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ერონული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 43 წლის ფრანგი სპეცილისტი ვილი სანიოლი დაამტკიცა.

სანიოლმა საფეხბურთო კარიერის მთავარი პერიოდი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა. 2000 -2009 წლებში მარჯვენა მცველს გერმანელი გულშემატკივარი „ჩაწოდების ღმერთის“ სახელით იცნობდა. სანაკრებო დონეზე, სანიოლის აქტივში მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის ტიტულიცაა.

მან აქტიური კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა, 35 წლისამ კი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების თავკაცობის შემდეგ სანიოლი 2014-16 წლებში „ბორდოს“ ჩაუდგა სათავეში. 2017 წელს ფრანგი საკუთარ კლუბს დაუბრუნდა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში მიუნხენის „ბაიერნში“ დაიწყო მუშაობა.

ბუნდესლიგის ერთერთ მატჩში, „ჰერტასთან“ შეხვედრის დროს, სადაც სანიოლი დროებით იკავებდა მთავარი მწვრთნელის ადგილს – რეკორდმაისტერებმა ფრე ითამაშეს. ბავარიელებმა საყვარელ მცველს ეს ფაქტი არ აპატიეს და იმავე წლის ოქტომბერში გუნდიდან გაუშვეს.

ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები სტუმრად შვედთს დაუპირისპირდება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი