კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კაბალში მცხოვრები ორი პირი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში , სამართალდამცავებმა ვუგარ და სალმან ალიევები აიყვანეს. ორივე მათგანი გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

სამართალდამცავები მათ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და რეალიზაციას ედავებიან.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ერთ- ერთი მათგანი, წარსულში ნასამართლევია.

კაბლის მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით, ორივე პირი უსამართლოდ აიყვანეს და მათ ნარკოტიკულ საშუალებებთან არაფერი აკავშირებთ.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სოფლის დასჯა ხელისუფლებამ, სოფელ კაბალში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების გამო გადაწყვიტა.

ამ წუთებში, კაბლის მოსახლეობის ერთი ნაწილი ლაგოდეხის პოლიციის შენობისკენ მიემართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირები განყოფილებაში გამოკითხვაზე  საგამოძიებო ღონისძიებების გატარების მიზნით იმყოიფებიან.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button