სპორტი

უეინ რუნი ფეხბურთში ვიდეოგამეორების სისტემას აკრიტიკებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი და „დერბი ქაუთის“ მოქმედი მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი თვლის, რომ ვიდეორეფერების დანერგვით ფეხბურთს ემოცია დაეკარგა და უინტერესო გახდა.

„იმის გამო, რომ გოლის ჩათვლას პრემიერლიგის მატჩებში წუთი ან 2 წუთი სჭირდება, ეს ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის ემოციურ კავშირს წყვეტს. გოლი, ფეხბურთისთვის დიდი ზეიმია და ვიდეოგანსჯის პროგრამა (VAR) ამ ზეიმს აუფერულებს“- აღნიშნავს 35 წლის რუნი.

„შეიძლება მსაჯის ზოგიერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არბიტრებს შრომა დავუკარგოთ და მათ საქმეს პატივი არ ვცეთ.“- ბრიტანული მედია ინგლისელი სპეციალისტის ფრაზას ციტირებს.

რუნიმ კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერში გაატარა,სადაც გუნდთან ერთად 2004-2017 წლებში პრემიერლიგის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო.

ინგლისელმა შემტევმა ეროვნულ ნაკრებში 120 მატჩი ითამაშა და 53 გოლი გაიტანა. კარიერა კი 32 წლის ასაკში 2018 წელს დაასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button