Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

შაქარაშვილის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება

39

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

“გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა, მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებები და ვიდეომასალა იქნება გამოკვლეული როგორც ჩემთვის არის ცნობილი. თენგო ბარბაქაძე თავს ცნობს უდანაშაულოდ.”- აცხადებს თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 11 აგვისტოს პროკურატურამ 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი