მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სვანეთის სოფლების ნაწილს უხვი ნალექის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება

მესტიის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა ხუთ სოფელში.

თოვლისგან დაზიანებული ელექტროსადენების გამო სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია კალა-უშგულის საავტომობილო გზა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გზების გაწმენდითი და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის სამუშაოები.

მერმა რადიო თბილისთან აღნიშნა,რომ ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს დროში უნდა აღდგეს.

„კალა-უშგულის მიმართულებით გზა ჩაკეტილი გვაქვს, რადგან ვერ მიგვყავს ტექნიკა ზვავსაშიშროების გამო. ველოდებით გამოდარებას.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, არის გათიშვები, მაგრამ ბრიგადები 24 საათის რეჟიმში დადიან და მიმდინარეობს აღდგენა“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

სვანეთში უკვე მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. მერის თქმით, აქ თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button