მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება.

” შემოიყვანეს ახალგაზრდა, მძიმედ დაშავებული, რომელსაც რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ საჭიროებს რეანიმაციაში ყოფნას. ჯერჯერობით, სხვას ვერაფერს გეტყვით, ვერც პროგნოზს გავაკეთებ”- განაცხადა ჭონიაშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში 16 თებერვალს მოხდა.გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button