Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ამერიკაში ძლიერი ქარბუქია

75

ძლიერი ქარბუქის გამო, აშშ-ის აეროპორტებში 2 597 რეისი გაუქმდა. შესაბამის მონაცემებს პორტალი FlightAware-ი ავრცელებს.

რეისების გაუქმება ძირითად დალასის, ჰიუსტონის, ატლანტის, დენვერის, ჩიკაგოსა და მაიამის აეროპორტებს შეეხო.

ქარბუქი, რომელსაც ამერიკული მედია უპრეცედენტოდ მოიხსენიებს, 25 შტატში გრძელდება და 200 მილიონამდე ადამიანს შეეხო.

აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტემპერატურის მსგავსი ვარდნა ბოლოს 1970 წელს დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ტეხასში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს, ქარიშხლის სიმძლავრემ კი მეხუთე კატეგორიას მიაღწია.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი